„ბარსელონას“ პრეზიდენტი: „მესისთან ახალი კონტრაქტი ფინანსური ფეარ-პლეის გამო ვერ შედგებოდა“

0
9

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა თუ რატომ ვერ მოახერხა კლუბმა არგენტინელი ვარსკვლავის ლიონელ მესის შენარჩუნება.

„აქ იმისთვის ვარ, რომ მესის ირგვლივ არსებული ვითარება ავხსნა. პირველ ყოვლისა, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ უბრალოდ საშინალეი ფინანსური წარსული გვაქვს. ფეხბურთელების ხელფასებზე კლუბის შემოსავლის 110% იხარჯება. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად ჩვენი შესაძლებლობა შეზღუდულია.

ვითარება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ჩვენ გვეუბნებოდნენ და რასაც ვხედავდით, როდესაც ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ანგარიშს ვაწარმოებდით. მესისთან ახალი კონტრაქტი ფინანსური ფეარ-პლეის გამო ვერ შედგებოდა.

ჩვენ მესის 5-წლიანი ხელშეკრულება მოველაპარაკეთ, მაგრამ მისთვის მხოლოდ 2 წლის ხელფასი უნდა გადაგვეხადა. ლეო კონტრაქტის პირობებს დათანხმდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ფინანსური ფეარ-პლეისთვის ეს კარგი შეთანხმებაა, მაგრამ ლა ლიგის ხელმძღვანელები საბოლოო ჯამში მას არ დაეთანხმნენ.

ლეო მესიმ ხელი ჩამოგვართვა. ახალი კონტრაქტი შეთანხმებული იყო. ორწლიანი ხელფასი, რომელსაც 2026 წლამდე დავფარავდით. გუშინ მხოლოდ ხელი უნდა მოგვეწერა. თუმცა, შემდეგ საქმეში ლა ლიგის წესები ჩაერთო და რეალობას თვალი გავუსწორეთ. ეს ჩვენთვის ცივი შხაპივით იყო.

გადადის თუ არა მესი პსჟ-ში და მსურს თუ არა მისი იქ ხილვა? მე მესის ხილვა „ბარსელონაში“ მინდა. ლეოს ჰკითხეთ… პსჟ-ს შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ მას კარიერის გაგრძელების ვარიანტები ექნება. ლეოს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. „ბარსელონა“ მისი სახლია“ – აღნიშნა ლაპორტამ.