“სივასფორის” მწვრთნელი: “როგორც გვსურდა, ისე ვერ ვითამაშეთ,მაგრამ მთავარი გამარჯვებაა”

0
9

“სივასფორის” მთავარმა მწვრთნელმა რიზა ჩილამბაის თქმით, მართალია მისმა გუნდმა ისე ვერ ითამაშა, როგორც სურდა, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა.

მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმში ადგილობრივ “დინამოსთან” 2:1 მოგების მერე განაცხადა.

რიზა ჩალიმბაი: “როგორც გვსურდა, ისე ვერ ვითამაშეთ, მაგრამ უმთავრესია, რომ გავიმარჯვეთ. მართალია, თავიდან მეტოქე დაწინაურდა, მაგრამ ჩვენ ამას არ შევეგუეთ და ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის.
შეცდომები დავუშვით, ჯერ 100%-ით მზად არ ვართ, მაგრამ მზად ვიქნებით სეზონისთვის. რაც მთავარია, კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ კარგი გუნდის წინააღმდეგ”