„ტოტენჰემის“ მწვრთნელი: „კეინს მალე უნდა დაველაპარაკო“

0
4

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ნუნუ ესპირიტუ სანტუმ გაანცხადა, რომ პირადად დაელაპარაკება გუნდის კაპიტან ჰარი კეინს, რომელიც ვარჯიშებს აცდენს.

„მსურს ჰარის რაც შესაძლოა მალე დაველაპარაკო. ამის შესაძლებლობა ჯერ არ მქონია. ჩვენ ჯერ პრობლემები უნდა მოვაგვაროთ და ჟურნალისტებთან შემდეგ ვისაუბრებ.

ეს ის ვითარება არაა, რომლის კომენტირებაც მსურს. ვფიქრობ, ასეთი საკითხი კლუბის შიგნით უნდა გადაწყდეს. მოდით, ამ თემის სახალხოდ განხილვას მოვერიდოთ. ჩვენ იმაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, რაც მართლაც მნიშვნელოვანია და ეს ვითარება მოვაგვაროთ,

წინასასეზონი პერიოდში ყველა კლუბს უჭირს. იმ ფაქტმა, რომ ბევრი ფეხბურთელი თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაშობდა, მწვრთნელებს პრობლემა შეუქმნა“ – იუწყება პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს skysports.com.

„ტოტენჰემმა“ პრემიერ ლიგაში ახალი სეზონისთვის მზადება კი დაიწყო, მაგრამ კეინი გუნდის საწვრთნელ ბანაკში არ გამოჩენილა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, მას კარიერის „მანჩესტერ სიტიში“ გაგრძელება უნდა და კლუბის პრეზიდენტ ლევისგან მოითხოვს, რომ ამის შესაძლებლობა მისცეს.