“შავი ლომის” მორაგბეებს საქართველოს ჩემპიონატში თამაშიც შეეძლებათ

0
5

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებული კაცთა ლიგების შეჯიბრებებში მონაწილე კლუბებს უფლება აქვთ  ფრენჩაიზის “შავი ლომი”-ს წევრი მორაგბეები დაარეგისტრირონ 2021-2022 წლის საშეჯიბრო განაცხადში.
კლუბს (გუნდს) უფლება აქვს დაარეგისტრიროს ფრენჩაიზის “შავი ლომი”-ს არაუმეტეს 4 მორაგბე.
“შავი ლომი”-ს წევრი მორაგბეების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ზაფხულის სატრანსფერო პერიდოში (არაუგვიანეს 2021 წლის 16 აგვისტოსი).
რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტში  კლუბის და მორაგბის ერთობლივი განცხადების წარდგენით.