საქართველო -კოსოვოზე VAR იმუშავებს

0
3

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სექტემბერში გასამართი მატჩების დროს რეფერის ვიდეოასისტენტის (VAR) სისტემას გამოუყენებენ.

აღსანიშნავია, რომ VAR-ი მუნდიალის შესარჩევის დასრულებამდე ყველა შეხვედრის მსვლელობისას იმუშავებს.

ფიფას და უეფას ეს განძრახვა თავიდანვე ჰქონდათ, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის სამ ტურში ლოჯისტიკური პრობლემებისა და კორონავირუსის პანდემიის რისკების ფონზე, VAR-ს ვერ იყენებდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც B ჯგუფში ასპარეზობს 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს დაუპირისპირდება, ხოლო 5 სექტემბერს  ვილი სანიოლის შეგირდები სტუმრად ესპანელებს შეხვდებიან.

9 ოქტომბერს ქართველები ბათუმში ბერძნებს უმასპინძლებენ, 12 ოქტომბერს კი, სტუმრად კოსოვოს ეთამაშებიან.

საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლს 11 ნოემბერს ბათუმში შვედეთთან შეხვედრით დაამთავრებს.

აქვე გეტყვით, რომ სექტემბერს სანიოლის გაწვრთნილები გასვლაზე ბულგარეთტან ისპარინგებენ.