კაშიას პირველი გოლი „სლოვანში“ და განაღდებული პლეი-ოფი

0
3

გურამ კაშიამ ბრატისლავას „სლოვანის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.

ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბრატისლავას „სლოვანმა“ სტუმრად გიბრალტარის „ლინკოლნ რედ იმპსი“ 3:1 დაამარცხა.

კაშია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

მის მსგავსად მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საყრდენმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ.

„სლოვანმა“ სტუმრად მოგებით კონფერენს ლიგის პლრეი-ოფში თამაში ფაქტობრივად გაინაღდა.

ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში ბრატისლავაში 12 აგვისტოს ჩატარდება.

კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ყაზახეთის “ტობოლი” შინ სლოვაკეთის “ჟილინასთან” 0:1 დამარცხდა. თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.