„ასტონ ვილამ“ „საუთჰემპტონის“ საუკეთესო ბომბარდირი იყიდა

0
5

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „საუთჰემტონიდან“ თავდამსხმელი დენი ინგზი შეიძინა.

29 წლის თავდამსხმელმა ბირმინგემელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, „ასტონ ვილამ“ ინგსის ტრანსფერში 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

ინგლისელი ფეხბურთელი გასულ სეზონში „საუთჰემტონის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 33 მატჩში 13 გოლი გაიტანა.