ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებში დაბრუნდა

0
8

ლუის ვან გაალი ნიდერლანდების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რის შესახებ ნახსენები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.

69 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ბოლომდე გააფორმა.

მას ეროვნულ გუნდში დანი ბლინდი და ჰენკ ფრეიზერი დაეხმარებიან, ხოლო მეკარეების მწვრთნელი ფრანკ ჰოეკი იქნება.

ვან გაალი ნაკრებში მესამედ დაბრუნდა. მანამდე, ის ნიდერლანდელებს 2000-2001 და 2012-2014 წლებში წვრთნიდა.

მისი ხელმძღვანელობით ნიდერლანდებმა ბრაზილიაში 2014 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა.