უმცროსი მუჯირი სლოვაკეთში ითამაშებს

0
3

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკეთის უმაღლეს დივიზიონში განაგრძობს.

22 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის გენმდივნის დავით მუჯირის შვილია, „ზლატე მორავცესთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ქართველი ფეხბურთელი სლოვაკურ კლუბში ერთი კვირა ისინჯებოდა, რის შემდეგ, მასთან ხელშეკრულების დადება გადაწყდა.

„ძალიან მიხარია, რომ „ზლატე მორავცემ“ თავისი მაისურის ჩაცმის შანსი მომცა.  დადებულ კონტრაქტს ვაფასებ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა როგორც კლუბს, ასევე მწვრთნელს დავუმტკიცო, რომ ჩემში არ შემცდარან.

კლუბში არსებული ატმოსფერო ძალიან მომწონს. პირველი დღიდან ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მწვრთნელთან ხშირის ურთიერთობა მაქვს და ის საუცხოო ადამიანია, მსურს რაც შესაძლოა მეტი ვითამაშო და გოლები გავიტანო. ჩემგან როგორც თავდამსხმელისგან ამას ელოდებიან.

ძალიან დიდი მოტივაცია მაქვს. ფეხბურთს არა მხოლოდ მამაჩემი, არამედ, ბაბუაც თამაშობდა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათზე უკეთესო ვიყო“ – განაცხადა უმცროსმა მუჯირმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

„ის ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც პერსპექტივა აქვს. თავისი სიმაღლის გამო ტიპურად განსხვავებული თავდამსხმელია, ვიდრე ჩვენ გუნდში გვყავს. რა თქმა უნდა, მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. თუმცა, გარკვეულ სიტუაციებში, იგი შესაძლოა საინტერესო ალტერნატივა იყო“ – თქვა „ზლატე მორავცეს“ გენერალურმა დირექტორმა მარეკ ონდრეიკამ.