ინგლისის ნაკრების ექსმეკარე „სელტიკის“ ღირსებას დაიცავს

0
4

გლაზგოს „სელტიკმა“ მეკარე ჯო ჰარტი და ნახევარმცველი ჯეიმს მაკარტი დაიმატა, იუწყება შოტლანდიური კლუბის პრესსამსახური.

34 წლის ჰარტმა გლაზგოელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მაკარტიმ – 4-წლიანი,

ჰარტი, რომელსაც ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 75-ჯერ უთამაშია, ბოლოს „ტოტენჰემში“ ირიცხებოდა, რომლის მაისური 10-ჯერ მოირგო.

გარდა ამისა, ის „მანჩესტერ სიტიში“ (ყველა ტურნირში 348 მატჩი), „ბირმინგემში“ (41), „ტორინოში“ (37), „ვესტ ჰემში“ (23) და „ბარნლიში“ (24) გამოდიოდა.

მაკარტი „სელტიკში“ გადასვლამდე „კრისტალ პალასში“ (ყველა ტურნირში 52 შეხვედრა) თამაშობდა, ხოლო მანამდე „უიგანის“ (133, 8 გოლი), „ევერტონის“ (133, 6 გოლი) ღირსებას იცავდა.