„ტოტენჰემი“ ჰარი კეინს დააჯარიმებს

0
4

ლონდონის „ტოტენჰემი“ გუნდის კაპიტან ჰარი კეინს წინასასეზონო შეკრებაზე გამოუცხადებლობის გამო დააჯარიმებს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, თუ 28 წლის ფეხბურთელი გუნდის საწვრთნელ ბანაკში ისევარ გამოჩნდება, ჯარიმა კიდევ უფრო გაიზრდება.

ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდთან შეხვედრას ლონდონელთა პრეზიდენტი დანიელ ლევი გეგმავს, რომელიც თავდამსხმელის ქცევით იმედგაცრუელბულია.

თავის მხრივ, კეინი ლევისგან ჯენტლმენური შეთანხმებას მოითხოვს, რომელიც მათ ერთი წლის წინ დადეს და მაშინ პრეზიდენტი ფეხბურთელს დაპირდა, რომ 2021 წლის ზაფხულში კლუბიდან წასვლის საშუალებას მისცემდა.

კეინს „დეზებთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მისი შეძენა „მანჩესტერ სიტის“ სურს.

ჰარი „ტოტენჰემის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2010 წლიდან თამაშობს. მან ლონდონელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 336 მატჩში 221 გოლი გაიტანა.

გასულ სეზონში კეინმა „ტოტეჰნემში“ 49-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 33-ჯერ აიღო.