„რომამ“ უზბეკი ფეხბურთელი 17,5 მილიონ ევროდ შეიძინა

0
2

„რომამ“ „ჯენოადან“ თავდამსხმელი ელდორ შომუროდოვი შეიძინა.

იტალიური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 წლის უზბეკმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

რომაელები შორმუროდოვის სანაცვლოდ გენუელებს 17,5 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო ფორვარდი ახალ გუნდში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

უზბეკბმა გასულ სეზონში, რომელიც მისთვის იტალიის სერია A-ში სადებიუტო აღმოჩნდა, 31 მატჩში 8 გოლი გაიტანა.