ასენსიომ ესპანეთი ოლიმპიადის ფინალში გაიყვანა

0
42

ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრების ტოკიო-2020-ის ფინალში ითამაშებს.

ესპანელებმა დაძაბულ ბრძოლაში იაპონელებს მინიმალური ანგარიშით აჯობეს და გადამწყვეტ მატჩში ბრაზილიას დაუპირისპირდებიან.

შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და აღსანიშნავია, რომ იაპონელებმა არაფერი დაუთმეს მეტოქეს, რომელიც გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

თამაშის ბედი მარკო ასენსიომ გადაწყვიტა, რომელმაც 83-ე წუთზე პედრი შეცვალა, ხოლო 115-ე წუთზე იაპონელთა საჯარიმოში მყოფმა მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ბურთი ზუსტად “მოჭრა” – 1:0.

ესპანეელები ოლიმპიადის ფინალში მესამედ გავიდნენ. მათ ოლიმპიადად ერთხელ მოიგეს – 1992 წელს ბარსელონაში.

ოლიმპიადის ფინალი 7 აგვისტოს გაიმართება, ხოლო ერთი დღით ადრე მესამე ადგილისთვის მატჩი შედგება მექსიკასა და იაპონიას შორის.