„ურალის“ მწვრთნელი გაგნიძეზე: „მოგების შემთხვევაში ვიტყოდი, რომ კარგი დებიუტი ჰქონდა“

0
13

რუსეთის საფეხბურთო პრემიერ ლიგაში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა.

ეკატერინბურგის „ურალმა“, სადაც 18 წლის ქართველი ნახევარმცველი მოსკოვის „დინამომ“ გაანათხოვრა, „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1;1.

გაგნიძე თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ორივე გოლი გატანილი იყო. მასპინძლები 31-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა ანგარიში 55-ე წუთზე გაათანაბრეს.

სხვათა შორის, შეხვედრის 85-ე წუთზე ეკატერინბურგის სტადიონზე შუქი ჩაქრა და ელექტროენერგიის მიწოდება ხუთ წუთში აღდგა.

„ურალის“ მთავარმა მწვრთნელმა იური მატვეევმა გაგნიძის დებიუტი ასე შეაფასა:

„დებიუტისთვის მოედანზე კარგად მოქმედებდა – ბურთს ინარჩუნებდა და თამაშს ხელმძღვანელობდა. მოგების შემთხვევაში ვიტყოდი, რომ კარგი დებიუტი ჰქონდა, ისე კი, მომავალს პოზიტიურად ვუყურებთ“.