მესი „ბარსელონას“ ახალ კონტრაქტზე და ხელფასის შემცირებაზე შეუთანხმდა

0
11

„ბარსელონა“ ლიონელ მესის ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა.

Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელთა 34 წლის არგენტინელი კაპიტანი ხელშეკრულებას 2026 წლამდე გააფორმებს და მისი ხელფასი 50% შემცირდება.

მხარეებმა მოლაპარაკება რამდენიმე საათის წინ დაასრულეს და კლუბი ოფიციალურ განცხადებას კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ უახლოეს დღეებში გააკეთებს.

მესისთან ხელშეკრულების დასადებად „ბარსელონაში“ სახელფასო ფონდი უნდა შემცირდეს. ამის თაობაზე კლუბის ხელმძღვანელები ხერარდ პიკეს, სერხი ბუსკეტს, ხორდი ალბასა და სერხიო რობერტოს ესაუბრებიან.

გარდა ამისა, „ბარსელონა“ სამუელ უმტიტის, მირალემ პიანიჩის და მარტინ ბრაუტვეიტის გაყიდვას გეგმავს.