ხოჭოლავამ დანიაში პირველი მატჩი მოიგო

0
3

„კოპენჰაგენმა“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, მიმდინარე სეზონში დანიის სუპერლიგაში პირველი მატჩი მოიგო.

კოპენჰაგენელები სტუმრად „ოდენსეს“ შეხვდნენ და ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს.

გამარჯვებულებმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნეს, ხოლო მეტოქის კარი მეორედ 57-ე წუთზე აიღეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

„კოპენჰაგენმა“ ორი ფრის შემდე, მესამე თამაში მოიგო და 5 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 პოზიციაზეა.