გიორბელიძე დრეზდენის „დინამოში“ ითამაშებს

0
8

გურამ გიორბელიძე კარიერას გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში განაგრძობს.

krone.at-ის ინფორმაციით, ავსტრიის „ვოლფსბერგერმა“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი დრეზდენის „დინამოში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.

25 წლის ფეხბურთელი „ვოლფსბერგერში“ გასულ სეზონში გორის „დილადან“ გადავიდ და ავსტრიის ბუნდესლიგაში 17 მატჩი ჩაატარა.

ამრიგად, მისი წასვლის შემდეგ, ავსტრიულ კლუბში ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ ლუკა ლოჩოშვილი დარჩა.

აკაკი გოგიას შემდეგ, გიორბელიძე მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც დრეზდენული კლუბის ღირსებას დაიცავს.

გოგია „დინამოში“ 2016-2017 წლების სეზონში გამოდიოდა.