პლეი ოფში ბათუმის “დინამოს” სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

0
8

კონფერენს ლიგაში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, პლეი-ოფში ბათუმის „დინამოს“ სავარაუდო მეტოქეები ცნობილია.
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ თუ გია გეგუჩაძის შეგირდები პლეი ოფში გავიდნენ, მაშინ ბულგარეთის პლოვდივის “ლოკომოტივსა” და დანიის “კოპენჰაგენს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ “კოპენჰაგენში” საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა გამოდის.
ბათუმელები მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთის „სივასფორს’ შეხვდებიან – პირველი მატჩი 5 აგვისტოს ბათუმში შედგება, ხოლო საპასუხო 12 აგვისტოს თურქეთში.
პლეი ოფის პირველი მატჩები 19 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 26 აგვისტოს.