ფლიკი გერმანიის ნაკრებში მუშაობას შეუდგა

0
8

ჰანსი ფლიკი გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში მუშაობას შეუდგა.

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი თავკაცი, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფისში ბუნდესნაკრების დამრიგებლის რანგში დღეს პირველად გამოცხადდა.

„ჩემთვის ნაკრების გაწვრთნა უდიდესი პასუხისმგებლობაა. მართლა ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია, რომ კვლავ მიმზიდველი ფეხბურთი ვითამაშოთ.

ნაკრების წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ სხვა ატმოსფერო და სხვა აღქმაა, ვიდრე საკლუბო დონეზე.

სამომავლოდ მთავარი პრიორიტეტია, რომ ნაკრებმა კარგი და წარმატებული ფეხბურთი ითამაშოს“ – განაცხადა 56 წლის ფლიკმა, რომელმაც გერმანისი ნაკრებში იოახიმ ლიოვი შეცვალა.