კიტეიშვილის არამეგობრული შეხვედრა ლოჩოშვილთან – ქართველის მესამე გოლი ზაფხულში

0
5

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

გრაცელების, რომელშიც ქართველი ნახევარმცველი გამოდის, „ვოლფსბერგერს“ დაუპირისპირდა, სადაც ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი გიორგი გურამ გიორბელიძე ასპარეზობენ.

კიტეიშვილმა თამაშამდე განაცხადა, რომ თანამემამულეებს მეგობრულად არ შეხვდებოდა და მართლაც ასე მოხდა.

„შტურმმა“ პირველი ტაიმი 4:1 მოიგო და სასტარტოში მყოფმა საქართველოს ნაკრების შუახაზელმა თავი 31-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც გრაცელებმა კუთხური ჩააწოდეს, ხოლო ოთარმა თანაგუნდელები თავური დარტყმის შემდეგ 2:1 დააწინაურა.

მანამდე, მე-15 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო გოლი 25-ე წუთზე გაიტანეს. შესვენებამდე „შტურმმა“ მეტოქის კარი კიდევ 32-ე და 37-ე წუთებზე აიღო.

კიტეიშვილმა მიმდინარე ზაფხულში თავი მესამედ გამოიჩინა. მან, მანამდე ერთი გოლი თასზე გაიტანა, ხოლო ერთიც – იტალიის „უდინეზესთან“ სპარინგში. ის „ვოლფსბერგერთან“ 88-ე წუთზე შეცვალეს.

ლოჩოშვილი „ვოლფსბერგერის“ სასტარტოში იყო, ხოლო გიორბელიძე განაცხადში ვერ მოხვდა. ლოჩოშვილმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.