დიკ ადვოკატი ერაყელებს გაწვრთნის

0
8

ცნობილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთის სპეციალისტმა დიკ ადვოკატმა კარიერის დასრულება გადაიფიქრა.

2020-2021 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა, რომელიც როტერდამის „ფეინოორდს“ წვრთნიდა, განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა.

თუმცა, 73 წლის ნიდერლანდელმა გადაწყვეტილება შეცვალა და ერაყის ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის. მან ერაყის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ადვოკატს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში იმუშავა, ხოლო ყველაზე მეტ წარმატებას პსვ-ში, „გლაზგო რეინჯერსაა“ და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ მიაღწია.

ადვოკატის ხელმძღვანელობით პსვ-მ ნიდერლანდების ჩემპიონატი და თასი მოიგო. ნიდერლანდელის გაწვრთნილმა „რეინჯერსმა“ შოტლანდიის პრემიერ ლიგა და თასი ორ-ორჯერ მოიგო, ხოლო ლიგის თასს ერთხელ დაუეფლა.

ადვოკატმა „ზენიტს“ რუსეთის ჩემპიონატში, უეფას თასზე და უეფას სუპერთასზე გაამარჯვებინა.

მისი ხელმძღვანელობით ნიდერლანდების ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2004 წლის ჩემპიონატში ნახევარფინალში ითამაშა.