ახალი ზელანდიის შვიდქალა ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია

0
5

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე შვიდქალა რაგბის ტურნირი ახალი ზელანდიის ტრიუმფით დასრულდა.
ტურნირის დასკვნით სათამაშო დღეს ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. დრამატული გამოდგა ახალი ზელანდიის და ფიჯის დაპირისპირება. ბოლო წუთისთვის ფრე იყო, რა დროსაც”შავმა გვიმრებმა” ლელო გაიტანეს და გამარჯვებისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს, მაგრამ ფიჯელებმა გაწითლებულ დროში საპასუხო ლელო მიითვალეს და ძირითადი დრო ფრედ 17:17 დასრულდა, დამატებით დროში კი ახალზელანდიელებმა გადამწყვეტი ლელო დადეს, 22:17 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში საფრანგეთმა დიდი ბრიტანეთი გაცილებით იოლად 26:19 დაამარცხა.
ფინალურ მატჩში ახალმა ზელანდიამ გაცილებით მარტივად იმარჯვა, ვიდრე ნახევარფინალში. “შავმა გვიმრებმა” ფრანგი გოგონები 26:12 დაამარცხეს და ოლიმპიური ოქროს მფლობელები გახდნენ. მესამე ადგილისთვის მატჩში კი ფიჯიმ დიდ ბრიტანეთს 21:12 სძლია და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
მეხუთე ადგილი დაიკავა ავსტრალიამ, რომელმაც ჯერ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი 35:7 დაამარცხა, შემდეგ კი აშშ-ს 17:7 სძლია.