ვესტბრუკი “ლეიკერსში” გადავიდა

0
6

,,ვაშინგტონ უიზარდსის” აწ უკვე ყოფილი გამთამაშებელი რასელ ვესტბრუკი კარიერას ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს.
,,უიზარდსი” სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ კაილ კუზმას, კენტავიუს კოლდუელ-პოუპს, მონტრეზ ჰარელსა და 2021 წლის დრაფტის 22-ე პიკს მიიღებს.
ვესტბრუკი გასულ სეზონში ჩატარებულ 65 შეხვედრაში საშუალოდ 22.2 ქულას, 11.7 შედეგიან გადაცემას, 11.5 მოხსნასა და 1.4 ჩაჭრას აგროვებდა.
რასელის ტრანსფერს უკვე გამოეხმაურა ,,ლეიკერსის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც ინსტაგრამის პირად გვერდზე ლოსანჯელესური გუნდის ,,დიდი სამეულის” (ჯეიმსი, ვესტბრუკი, დევისი) ფოტო გამოაქვეყნა.