ოლიმპიადის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია – ბრაზილიამ მინიმალურად მოიგო, რაფა მირის ჰეთ-თრიქი

0
14

ტოკიოში მიმდინარე საფეხბურთო ტურნირზე ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა.

1/4-ფინალში რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა ბრაზილიის ნაკრებმა ეგვიპტე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. სამხრეთ ამერიკელებიდან ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის 37-ე წუტზე მათეუს აკუნიამ გაიტანა.

3 ივლისს ბრაზილია ნახევარფინაში მექსიკას შეხვდება, რომელმაც სამხრეთ კორეას 6:3 აჯობა. მიმდინარე ოლიმპიადაზე ეს მატჩი ყველაზე უხვგოლიანი აღმოჩნდა.

მექსიკელებმა შეხვედრის პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ, მათ აზიელების კიდევ სამი გოლი გაუტანეს, ხოლო თავის კარში 2 ბურთი მიიღეს. გამარჯვებულებიდან საკუთარ ანგარიშზე 2-2 გოლი ჰენრი მარტინმა და ფრანჩესკო კორდობამ ჩაიწერეს.

ესპანეთმა დამატებით დროში კოტ დივუარს 5:2 სძლია. განვლილი შეხვედრა ესპანელთა თავდამსხმელის რაფა მირის ბენეფისი აღმოჩნდა, რომელმაც სამი გოლი მიითვალა.

შეხვედრის მე-10 წუთზე აფრიკელები ბაილიმ დააწინაურა, ხოლო 30-ე წუთზე დანილ ოლმომ საპასუხო ბურთი გაიტანა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გრადელმა კოტ დივუარი წინ გაიყვანა, მაგრამ ორ წუთში რაფა მირმა ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

98-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა აფრუკელთა კარი პენალტის ნიშნულიდან აიღო. 117-ე წუთზე რაფა მირმა მეტოქე კიდევ ერთხელ დაამწუხრა, ხოლო 121-ე წუთზე შეხვედრაში საბოლოო წერტილი დასვა.

ესპანეთი ნახევარფინალში 3 ივლისს მასპინძელ იაპონიას დაუპირისპირდება, რომელმაც პენალტებსი სერიაში ახალ ზელანდიას აჯობა. თამაშის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო იაპონელებმა თერთმეტმეტრიანები მოწინააღმდეგეზე უკეთესად დაარტყეს – 4:2.