მიქაუტაძის მეორე გოლი „მეცის“ მაისურით

0
3

გიორგი მიქაუტაძემ ფრანგული „მეცის“ შემადგენლობაში მეორე გოლი გაიტანა.

ლიგა 1-ში ახალი სეზონის დაწყებამდე „მეცმა“ ამხანაგური მატჩი საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის გუნდთან ჩაატარა და 4:0 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა 88-ე წუთზე, როდესაც „მეცი“ 3:0 იგებდა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიქაუტაძისთვის „მეცის“ პირველ გუნდში ეს გოლი მეორეა. მანამდე, მან თავის სადებიუტო შეხვედრაში თავი ლიგა 2-ის „ნანსისთან“ (3;2) სპარინგში გამოიჩინა.