კვარაცხელიას პირველი და ეფექტური გოლი მიმდინარე სეზონში

0
5

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ პირველი გოლი გაიტანა.

მე-2 ტურში ყაზანის „რუბინმა“ სტუმრად ტულას „არსენალს“ 3:0 აჯობა და კვარაცხელიამ თავი მე-40 წუთზე გამოიჩინა, როდესაც ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მიღების შემდეგ, ეფექტური დარტყმით „ცხრიანში“ გაიტანა.

მისი გოლის შემდეგ „რუბინის“ უპირატესობა სამბურთიანი გახდა. სხვათა შორის, 33-ე წუთზე კვარაცხელიას „არსენალის“ ბულგარელი ნახევარმცველი ეუხეშა და ქართველი ტრავმას გადაურჩა. ქართველი გარემარბი 69-ე წუთზე შეცვალეს.

ტულელთა სასტარტო შემადგენლობაში შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.