„კოპენჰაგენმა“ ბელარუსებთან გაილაღა – ხოჭოლავა დაასვენეს

0
7

დანიის „კოპენჰაგენი“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა.

მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიელებმა ბელარუსის ჟოდინოს „ტორპედოს“ შინ 4:1 სძლიეს, ხოლო სტუმრად 5:0 გაანადგურეს.

საშინაო შეხვედრისგან განსხვავებით ამჯერად საქართველოს ნაკრების მცველი დაასვენეს და სათადარიგოთა სკამზე ყოფნით შემოიფარგლა.

„კოპენჰაგენმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქეს კიდევ 4 გოლი გაუტანა.