კახა ცხადაძე: „გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი და პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“

0
4

თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ჰაიფას „მაკაბისთან“ 1:5 წაგებული საპასუხო შესვედრის შემდეგ, გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

კახა ცხადაძე: „თამაში როგორ შევაფასო არ ვიცი, პირველ რიგში, მინდა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო. პირველ ტაიმში არაერთი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, სამაგიეროდ გოლები დაცვაში დაშვებული შეცდომებით მივიღეთ.

რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ დღეისთვის ჩვენი გუნდი არ არის მზად ამ დონეზე სათამაშოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა ძნელია ყველაფრის ანალიზი. რა თქმა უნდა, მწვრთნელი პასუხისმგებელია, ფაქტია, რომ მესამე გოლის შემდეგ დავიშალეთ“.

ცნობისთვის „დინამომ“ წელს ევროთასებზე ოთხივე მატჩი წააგო. ცხადაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორჯერ ბაქოს „ნეფთჩისთან“ (1:2, 1:2) დამარცხდა, ხოლო „მაკაბისთან“ (1:2, 1:5).