ლობჯანიძის გუნდმა დამატებით დროში მოიგო და მე-3 ეტაპზეა

0
6

კოსტანაის „ტობოლი“, სადაც ელგუჯა ლობჯანიძე გამოდის, კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

ყაზახებმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად ხორვატულ სპლიტის „ჰაიდუკთან“ 0:2 წააგეს, მაგრამ საპასუხო შეხვედრა დრამატულ ორთაბრძოლაში 4:1 მოიგეს და ტურნირში გამოსვლას აგრძელებენ.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ 56-ე წუთიდან 67-ე წუთის ჩათვლით მასპინძლებმა 3 გოლი გაიტანეს. 70-ე წუთზე, სტუმრებმა პენალტი ვერ გამოიყენეს.

„ჰაიდუკმა“ მეტოქის კარი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე აიღო და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

ლობჯანიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა.

ყაზახებმა გადამწყვეტი გოლი 118-ე წუთზე გაიტანეს და მე-3 ეტაპზე მოხვდნენ.