კანკავა და კაშია ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ

0
6

ბრატისლავას „სლოვანი“, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანავა და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია გამოდიან, ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა, შვეიცარიის „იანგ ბოიზთან: პირველი მატჩი შინ 0:0 დაასრულა, ხოლო სტუმრად 2:3 წააგო.

კანკავამ და კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს მატჩში, რომელსაც 48-ე წუთისთვის სტუმრები 0:3 აგებდნენ, ხოლო 58-ე და  62-ე წუთებზე გატანილი გოლებით ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს.

86-ე წუთზე, „სლოვანს“ თამაშის დამატებით დროში გადაყვანა შეეძლო, მაგრამ კანკავას დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

„სლოვანი“ ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო, სადაც გიბრალტარის „ლინკოლს რედ იმპს“ შეხვდება.