გოგია შვეიცარიაში ითამაშებს

0
9

აკაკი გოგია კარიერას შვეიცარიის სუპერლიგაში გააგრძელებს.

წარმოშობით ქართველმა, მაგრამ გერმანიის მოქალაქე გარემარბმა „ციურიხთან“ კონტრაქტო 2023 წლამდე გააფორმა.

ის გოჩა ჯამარაულის, ლადო ახალაიას და ლევან ხარაბაძის შემდეგ მეოთხე ქართველია, რომელიც შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან გუნდში ითამაშებს.

გოგიამ ბოლო ოთხი სეზონის გერმანიის ბერლინის „უნიონში“ გაატარა, სადაც 60 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

იგი „უნიონამდე“, გერმანიის „ვოლფსბურგში“, „აუგსბურგში“, „ჰალეშერში“, დრეზდენის „დინამოში“ და ინგლისის „ბრენტფორდში“ გამოდიოდა.