ბერიძის სადებიუტო გოლი კონფერენს ლიგაში

0
3

გიორგი ბერიძემ კონფერენს ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

უეფას მიერ დაარსებული ახალი ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, „უიპეშტმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი გამოდის, შინ ლუქსემბურგის „ვადუცს“ 2:1 აჯობა.

უნგრელებმა სტუმრად საპასუხო შეხვედრა 3;1 მოიგეს და ერთი გოლი ბერიძემ გაიტანა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1;1 იყო, მეტოქის კარი აიღო.

ბერიძემ ლუქსემბურგელებთან შეუცვლელად ითამაშა.