„საბურთალომ“ აზად რაჰიმოვის თასის პირველი გათამაშება მოიგო

0
3

აზად რაჰიმოვის თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული თბილისის „საბურთალოა“.

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართულ მატჩში „საბურთალომ“ აზერბაიჯანის „საბაჰს“ პენალტების სერიაში აჯობა.

შეხვედრის ძირითადი დრო 1;1 დასრულდა. „საბურთალომ“ პირველი ტაიმი აკაკი შუალაიას მიერ პენალტიდან გატანილი გოლთ მოიგო.

შეხვენების შემდეგ „საბაჰმა“ ანგარიში გაათანაბრა და თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელიც ქართველებმა უკეთესად შეასრულეს.

განვლილ შეხვედრაში თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა შუბითიძემ ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:

მეგრელიშვილი, მუდრაკი, ჩაჩუა, კაკუბავა, გოჩოლეიშვილი, ოდუკო, ძებნიაური, მანნდრიჩენკო, შ.ნონიკაშვილი, გულიაშვილი, შულაია.

აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, აზად რაჰიმოვის სახელობის თასი “საბურთალოსა” და აზერბაიჯანის პრემიერლიგის კლუბ “საბაჰს” შორის წელს პირველად გათამაშდა და მას ყოველწლიური ხასიათი ექნება.

აღნიშნული თასი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით გათამაშდა.