კუმანმა ორი ტრანსფერი დაბლოკა

0
2

რონალდ კუმანმა „ბარსელონაში“ ორი ტრანსფერი დაბლოკა.

AS-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელ სპეციალისტს გუნდში მხოლოდ იმ ფეხბურთელების ხილვა სურს, რომლებიც სჭირდება.

კატალონიელები ფრანგული „ლილის“ ნახევარმცველი რენატუ სანჩესის და „ატალანტას“ მცველის კრისტაინ რომეროს შეძენას აპირებდნენ, მაგრამ კუმანი წინააღდეგ წავიდა,

მას მიაჩნია, რომ 23 წლის პორტუგალიელი „ბარსას“ ვერ გააძლიერებს, ხოლო იმავე ასაკის არგენტინელის ყიდვა კლუბს არაფერს შემატებს.

კატალონიელები ლა ლიგაში 2021-2022 წლების სეზონის წინ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ – 31 ივლისს გერმანიის „შტუტგარტთან“ და 4 აგვისტოს ავსტრიის „ზალცბურგთან“.

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „ბარსელონა“ 15 აგვისტოს „კამ ნოუზე“ „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდება.