კიტეიშვილის ეფექტური გოლი და მოგება „უდინეზესთან“

0
6

ოთარ კიტეიშვილმა „უდინეზესთან“ მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა.

გრაცის „შტურმმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თამაშობს, ამხანაგური მატჩი „უდინეზესთან“ ჩაატარა და 3:2 გაიმარჯვა.

კიტეიშვილი იტალიის სერია A-ს ბინადართან შეხვედრის დროს სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-9 წუთზე ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო, რის შემდეგ უძლერესი დარტყმით ანგარიში გახსნა. ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

„შტურმაა“ მეორე გოლი 39-ე წუთზე გაიტანა, ხოლო „უდინეზემ“ ერთი საპასუხო ბურთი 45-ე წუთზე შეაგდო.

57-ე წუთზე, გრაცელმა ფეხბურთელმა ავტოგოლი მიითვალა. „შტურმმა“ მეტოქის კარი მესამედ 81-ე წუთზე აიღო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში კიტეიშვილმა „შტურმმთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.