Sky Sports: „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვარანის ტრანსფერზე „რეალს“ შეუთანხმდა

0
3

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალს“ რაფაელ ვარანის ტრანსფერზე შეუთანხმდა, იუწყება Sky Sports.

მანჩესტერელები საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველში მადრიდელებს 48 მილიონ ევროს გადაუხდიან.

28 წლის ვარანი ინგლისურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლია და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, „იუნაიტედთან“ კონტრაქტს გააფორმებს.

ვარანი ფრანგული „ლანსის“ აღზრდილია, ხოლო „რეალში“ 2011 წლიდან თამაშობს.

მან განვლილ პერიოდში მადრიდელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 360 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

ფრანგმა „რეალთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატი სამჯერ, ესპანეთის თასი ერთხე, ესპანეთის სუპერთასი სამჯერ, ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ოთხჯერ, ხოლო უეფას ევროპის სუპერთასი სამჯერ მოიგო.