„იუვენტუსი“ რონალდუს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს

0
6

ტურინის „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს, იუწყება Sky Sport Italia.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანს ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება და „იუვენტუსის“ ხელმძღვანელები მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებენ.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზილ ფეხბურთელის ხელფასია, რომელიც წელიწადში დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს. რონალდუს წასვლის შემდეგ „იუვეს“ სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად „შემსუბუქდება“.

36 წლის რონალდუმ გასულ სეზონში იტალიური გრანდის მაისურით ყველა ტურნირში 44-ჯერ ითამაშა და 36 გოლი გაიტანა, პლუს 4 საგოლე პასი გააკეთა.

რონალდუ „რეალიდან“ „იუვენტუსში“ 2018 წელს გადავიდა და განვლილ სამ სეზონში ჩატარებულ სამ სეზონში 133 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 101-ჯერ აიღო.

მან პირველ სეზონში 28 გოლი მიითვალა, მეორეში – 37, ხოლო მესამეში – 36.