ალეგრი: „რონალდუს დიდი იმედი მაქვს, მაგრამ ყველა მატჩში ვერ ითამაშებს“

0
4

ტურინის „იუვენტუსში“ მთავარ მწვრთნელად დაბრუნებულ მასიმილიანო ალეგრის მიაჩნია, რომ მომავალ სეზონში კრიშტიანუ რონალდუს გუნდში ძალიან მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება.

„რონალდუ დიადი მოთამაშე და ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მას გუშინ ვესაუბრე, ისევე როგორც დანარჩენ ფეხბურთელებს. მე ვუთხარი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი გველოდება და მასთან ერთად მუშაობა მიხარია.

რონალდუს დიდი იმედი მაქვს გუნდზე პასუხისმგებლობის კუთხით, ვინაიდან „იუვენტუსი“ საგრძნობად გაახალგაზრდავდა და გამოცდილი ვეტერანები უნდა დაგვეხმარონ.

ამასთანავე, რონალდუს ავუხსენი, რომ იდეალურ სათამაშო ფორმაში ყოფნის მიუხედავად ყოველ მატჩში თამაშის არ უნდა ეიმედებოდეს. როტაციას გავაკეთებ, რათა სათამაშო პრაქტიკა ყველა ფეხბურთელმა მიიღოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გუნდი ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაშობს“ – განაცხადა ალეგრიმ „იუვენტუსში“ დაბრუნების მერე გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე.