ფერნანდო ტორესი „ატლეტიკოში“ დაბრუნდა

0
3

მადრიდის „ატლეტიკოს“ ერთ-ერთი ლეგენდა ფერნანდო ტორესი კლუბში დაბრუნდა.

მადრიდელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 37 წლის „ელ ნინიო“ ახალგარდული გუნდის მთავარ მწვრთნელად იმუშავებს.

„ფერნანდო ტორესი სახლში დაბრუნდა. „წითელ-თეთრების“ ლეგენდა კლუბში ბრინდება, რათა აკადემიის მწვრთნელთა რიგები შეავსოს და „ატლეტიკოს“ ახალგაზრდული გუნდი გაწვრთნას.

ის ჩვენი კლუბისთვის ძალიან ახლობელია, რადგან 1995 წელს, როდესაც 11 წლის იყო, „ატლეტიკოს“ აკადემიაში ჩაირიცხა, ხოლო 2001 წელს დებიუტი პირველ გუნდში ჰქონდა. შემდეგ, ის ლივერპულში, ლონდონში და მილანში თამაშობდა, მაგრამ სათამაშო კარიერის ბოლო „ატლეტიკოში“ დაბრუნდა და ახლა ისევ ბრუნდება. კეთილი იყოს სახლში შენი მობრძანება ფერნანდო!“ – დაწერა კლუბის პრესსამსახურმა.

ტორესი „ატლეტიკოში“ 2000-2007 და 2015-2018 წლებში თამაშობდა. მან მადრიდელთა მაისურით ყველა ტურნირზე 404 მატჩი ჩაატარა და 127 გოლი გაიტანა.