„რუბინის“ გენდირექტორი: „დავითაშვილს იჯარით წასვლა არ სურდა და უბრალოდ გავუშვით“

0
4

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კლუბიდან ზურიკო დავითაშვილის გაშვების შესახებ განმარტება გააკეთა.

„ბევრი ლეგიონერი გვყავდა. ვვარაუდობდით, რომ სტარფეკტი წავიდოდა, მაგრამ ამის მიუხედავად დავითაშვილი მაინც ზედმეტი ლეგიონერი იყო. ზურიკო ჩვენი ბიჭია, კარგი მოთამაშეა და ამიტომ, არ მისთვის საქმის გაფუჭება არ გვიცდია.

ის მოვიწვიეთ და ვკითხეთ: „რას ფიქრობ?“. მან გვითხრა, რომ იჯარით წასვლა არ სურდა და ამიტომ, უბრალოდ გავუშვით. კარგად დავშორდით და ასეც უნდა მოვქცეულიყავით“ – განაცხადა საიმანოვმა championat.com-თან.

„რუბინიდან“ წასვლის შემდეგ დავითაშვილი ტულას „არსენალში“ გადავიდა და გუშინ ახალ გუნდში დებიუტი მოსკოვის „ლოკომოტივთან“ (1:3) ჰქონდა.