კაშიას და კანკავას წარმატებული დებიუტი სლოვაკეთში

0
5

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში (უმაღლესი დივიზიონი) გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას დებიუტი შედგა.

ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც ქართველი ლეგიონერები გამოდიან, ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად „ლიპტოვსკი მიკოლასი“ 4:1 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნახევარმცველი ჯაბა კანკავა თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო.

„სლოვანმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, ხოლო სტუმრებმა ანგარიში 66-ე წუთზე გაათანაბრეს.

ამის შემდეგ, გოლები მხოლოდ ბრატისლაველებმა გაიტანეს – 72-ე, 78-ე და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე.

შეგახსენებთ, რომ სლოვანს საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი ავარჯიშებს.