„ლოკომოტივი“ ერევნელებთან დამარცხდა

0
6

თბილისის „ლოკომოტივმა“ სეზონის განახლების წინ ამხანაგური მატჩი სიმხეთის „პიუნიკთან“ ჩაატარა, რომელიც თბილისში ემზადება.

გია ჭიაბრიშვილის გუნდმა მეტოქეს საგურამოს საწვრთნელა ბაზაზე უმასპინძლა და 1:2 წააგო.

„ლოკომოტივმა“ ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, მაგრამ ამის შემდეგ თავის კარში 2 გოლი გაუშვა და ერევნელებმა სპარინგში გაიმარჯვეს.

ცნობისთვის, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზაფხულის პაუზის დადგომამდე „ლოკომოტივი“ 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.