კვარაცხელიამ და „რუბინმა“ სეზონი გამარჯვებით დაიწყეს

0
2

ყაზანის „რუბინმა“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, რუსეთის პრემიერ ლიგაში ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო.

ყაზანელებმა პირველ ტურში მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.

განვლილი მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ სამ წუთში ყაზანელებიდან მეტოქის კარი ილია სამოშნიკოვმა აიღო.

კვარაცხელის მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 83-ეზე შეცვალეს.

მას თამაშამდე გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი გადასცეს, რომელიც ზედიზედ მეორედ მოიგო.

ცნობისათვის, “რუბინს” დღევანდელ მატჩამდე “სპარტაკისთვის” მიჯრით 7 მატჩი არ მოეგო და ნავსი გატეხა.

თავის მხრივ, მოსკოველებმა ბოლო 10 წლის მანძილზე პირველად სეზონი მარცხით დაიწყეს.