ვიტალი ჟუკოვსკი: „ჯერ მხოლოდ ერთი ტაიმი ვითამაშეთ, მეორე ტაიმი კი ბორისოვოში იქნება“

0
7

ბატეს მთავარი მწვრთნელ ვიტალი ჟუკოვსკის მიაჩნია, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ბათუმის „დინამოსთან“ მინიმალური ანგარიშით მოგების მიუხედავად, ჯერ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა გარკვეული არაა.

ვიტალი ჟუკოვსკი: „პრინციპში, ჩვენმა გეგმამ იმუშავა. როგორც მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზეც ვთქვი, გუნდები ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ჩემპიონატი ჩვენთანაც მიმდინარეობს და საქართველოშიც, აქედან გამომდინარე, ერთმანეთი კარგად გვყავდა შესწავლილი.

მსაჯებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი – არ ვფიქრობ, რომ არბიტრმა რაიმე ისეთი გააკეთა, რამაც მატჩზე გავლენა იქონია.

“დინამო” ძალიან კარგი ოპონენტია. ჯერ მხოლოდ ერთი ტაიმი ვითამაშეთ, მეორე ტაიმი კი ბორისოვოში იქნება. კარგად გვესმოდა, რომ „დინამო“ შეუტევდა, რადგან ტრიბუნებზე ნამდვილად დღესასწაული იყო.

ქომაგები „დინამოს“ შესანიშნავად ამხნევებდნენ. კარგად გვქონდა გაანალიზებული, რომ ბათუმელები მაქსიმალურად ეცდებოდნენ, თავიანთი ფეხბურთი ეთამაშათ და მუდმივად შეეტიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგით კმაყოფილი ვარ.

იყო მომენტები, როდესაც მილიჩმა ბურთი გადააგდო და იყო მომენტი, როდესაც “დინამოს” ფეხბურთელმა ბურთი არ გადააგდო. მე არ დამინახავს, იწვა თუ არა გოლის დროს ვინმე მოედანზე. ამას ფეხბურთელები და მსაჯები წყვეტენ“.