უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს

0
5

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 20-22 ივლისს უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მეორე მოდული გაიმართა.

ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, კურსის მონაწილე მე-2 ჯგუფის სწავლება ონლაინ რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა როგორც ჯგუფურ სწავლებას, ისე ინტერაქციას. მეორე მოდულის ძირითადი თემები, სტაბილიზაცია და კოორდინაცია, ასევე პირველადი დახმარება გახლდათ.

C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 25 მონაწილე ირიცხება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ყველა მათგანს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოვიდა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.