„სამტრედიამ“ მოყვარულები დაამარცხა – არაბიძემ სადებიუტო გოლი გაიტანა

0
2

„სამტრედიამ“, რომელიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სეზონის განახლებისთვის თურქეთში ემზადება, პირველი ამხანაგური მატჩი სამოყვარულო „ბეიკოზთან“ ჩაატარა და 6:2 გაიმარჯვა.

სამტრედიელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ცეცაძის გუნდიდან ორ-ორი გოლი გიორგი ახალაძემ და ოთარ კობახიძემ გაიტანეს, ხოლო თითოჯერ თავი გიორგი არაბიძესთან ერთად ლუკა ასათიანმა გამოიჩინეს.

განვლილ შეხვედრაში „სამტრედიას“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:

ბექა ქურდაძე, ანდრო გიორგაძე, ლუკა ასათიანი, სტრაჰინია პავიშიჩი, ჯემალ გოგიაშვილი, ავთო ენდელაძე, მათე კვირკვია, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი არაბიძე, გიორგი ილურიძე, გიორგი ლომთაძე.