“სამგურალმა” სპარინგში აზერბაიჯანელებს აჯობა

0
3

,,სამგურალმა” ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანი ,,საბაჰი” 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 54–ე წუთზე გიორგი თევზაძემ გაიტანა. საკონტროლო მატჩი დღეს, თბილისის ზღვაზე მდებარე ,,ზესტაფონის” საფეხბურთო ბაზაზე გაიმართა .
წყალტუბოელებმა აზერბაიჯანელების წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
მაქსიმე ქვილითაია, თედო კიკაბიძე, ომარ პატარკაციშვილი, შალვა ბურჯანაძე, ნიკა კალანდარიშვილი, ლუქმან გილმორი, დემურ ჩიხლაძე, პაპუნა ფონიავა, გრიგოლ დოლიძე, გიორგი თევზაძე, ალექსანდრე ვერულიძე
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: კახაბერ მეშველიანი, ილია ახვლედიანი, სერგი კუხიანიძე, ლევან ქურდაძე, უშანგი ბანძელაძე, დათო კირკიტაძე, ისუფ ტურე, ატაგანა აკპოდე, დავიდ ჩინედუ, ნიკოლოზ ხელიძე