რუსეთის ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

0
4
–осси€. –остов-на-ƒону. √лавный тренер сборной –оссии по футболу и ‘  "–остов" ¬алерий  арпин на матче чемпионата –оссии по футболу между командами "–остов" (–остов-на-ƒону) и "ƒинамо" (ћосква). Ёрик –оманенко/“ј——

რუსეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის ინფორმაციით, გუნდს ვალერი კარპინი გაუძღვება, რომელიც 2017 წლიდან „როსტოვს“ ავარჯიშებდა.

52 წლის კარპინი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, „როსტოვის“ გარდა, საკლუბო დონეზე მოსკოვის „სპარტაკს“, ესპანეთის „მალიორკას“  და არმავირის „ტორპედოს“ წვრთნიდა.

კარპინი ფეხბურთელობისას მოსკოვის „სპარტაკში“, სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადში“, „ვალენსიასა“ და „სელტაში“ გამოდიოდა.

კარპინმა რუსეთის ნაკრებში სტანისლავ ჩერჩესოვი შეცვალა, რომელმაც ევრო-2020-ზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, თანამდებობა დატოვა.