„მაკაბის“ თავკაცი: „დარწმუნებულნი ვართ, რომ შემდეგ შეხვედრაში უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ“

0
5

ჰაიფას „მაკაბის“ მთავარი მწვრთნელი ბარაკ ბახარი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად თბილისის „დინამოსთან“ გამარჯვებით (2:1) კმაყოფილი დარჩა, მაგრამ აღნიშნა, რომ მომავალ შეხვედრაში მისი გუნდი უკეთესად ითამაშებს.

ბარაკ ბახარი: „კმაყოფილები ვართ შედეგით. მართალია იყო გარკვეული ხარვეზები ჩვენს თამაშში, მაგრამ ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც შესაბამის შედეგს ვაჩვენებთ.

წაგებული მატჩების შემდეგ, შევძელით ძალების მობილიზება. დღევანდელი შეხვედრა არ იყო ადვილი, თუმცა წარმატებას მაინც მივაღწიეთ. დარწმუნებულნი ვართ, რომ შემდეგ შეხვედრაში უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.

გუნდი რეფორმას განიცდის და დღევანდელი შედეგი მაჩვენებელია იმისა, რომ მომავალში წარმატებას მივაღწევთ“.