ხოჭოლავას გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება ბელარუსებთან

0
3

დანიის „კოპენჰაგენმა“, სადაც დავით ხოჭოლავა გამოდის, კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში პრაქტიკულად გაინაღდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში დანიელებმა შინ ბელარუსის ჟოდინოს „ტორპედო“ მიიღეს და 4:1 დაამარცხეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

„კოპენჰაგენმა“ ანგარიში 43-ე წუთზე ფალკის დარტყმის მერე გახსნა. 47-ე და 62-ე წუთებზე პოლონელმა ფორვარდმა ვილჩეკმა დუბლი შეასრულა, ხოლო 65-ე წუთზე ვინდმა სტუმრები კიდევ ერთხელ დაამწუხრა.

ბელარუსებიდან ერთადერთი ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ოიამ გაიტანა.